ხელოვნება

თანამედროვე მიდგომები განათლებასა და ფსიქოლოგიაში ცდილობენ,სწავლის პროცესს თამაშისა და სიამოვნების ფენომენი დაუკავშირონ. სწორედ ამიტომ გვაქვს მათემატიკასა და ლოგიკას შორის ხელოვნების საათი ჩასმული, რაც მოსწავლისათვის განტვირთვის საშუალებას იძლევა. ფერები ისე ავსებს და ალამაზებს ბავშვის სულიერ სამყაროს, როგორც მათ მიერ ქაღალდზე გადმოტანილ ოცნებებს.

GMSchool-ში ხელოვნებას მრავალმხრივი დატვირთვა აქვს. გარდა იმისა, რომ ხატვის დროს ვითარდება მხედველობითი აღქმა და მეხსიერება, მოზარდი ეცნობა ფორმებს, მიმართულებებს, ზომებს, გარემოს, ცხოველებსა და მცენარეებს. ასევე უვითარდება ფანტაზია, ცნობიერება, ესთეტიური აღქმა და ემოციები. უღვივდება ინტერესი, სწავლობს სხვადასხვა ნივთის ხელით დამზადებას, რაც უმუშავებს ნებისყოფას და თავისუფალი დროის უფრო მიზანმიმართულად გამოყენებაში ეხმარება.

ხელოვნების საათში ჩასმული სასწავლო კურსი „სამყარო და ჩვენ“ ბავშვების შემეცნებაზე ზრუნავს. პერიოდულად ჩვენ ძველი მათემატიკოსების სამყაროში გადავინაცვლებთ. ვნახავთ, რომ მათემატიკა მხოლოდ ციფრები არაა და, რომ ის მჭიდრო კავშირშია სამყაროსთან. ვისაუბრებთ ეკოლოგიაზე, ჰიგიენაზე, ჯანსაღი ცხოვრების წესსა და კიდევ ბევრ საინტერესო თემაზე.